საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის,  52- ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების,  53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის,  54-ე მუხლის   პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის,   56-ე მუხლის   მე-2 და  მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის,  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11  სექტემბრის  №135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  საჯარო  სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების და თსუ-ის რექტორის N20/01-01, 23/01.2024 ბრძანების საფუძველზე ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების გრაფიკი:15 სექტემბერი, 14:00 საათი; N235, II კორპ.

2. დამტკიცდეს კონფლიქტოლოგიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღებ კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისია:

2.1 კომისიის შემადგენლობა:

  • გუგული მაღრაძე - პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
  • რევაზ ჯორბენაძე - პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე
  • თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი
  • ზურაბ აბაშიძე - ასოცირებული პროფესორი
  • ვახტანგ მაისაია - მოწვეული ლექტორი

 

3. ფაკულტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის გაცნობა უზრუნველყოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე